დღეს ერგნეთში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საქმეში ჩართული მხარეები შეიკრიბნენ.
შეხვედრას საიას ხელმძღვანელიც დაესწრო. ნიკა სიმონიშვილმა მხოლოდ ზოგადი კომენტარი გააკეთა და დაადასტურა, რომ შეხვედრა ჰუმანიტარული შინაარსის იყო, რომელიც უგზოუკვლოდ დაკარგულთა საკითხს ეხებოდა.
"ეს იყო ჰუმანიტარული მიზნით შეხვედრა, 3 დაკარგულ ადამიანთან დაკავშირებით მეტი არაფრის თქმა არ შემიძლია . შეხვედრა იყო კონფიდენციალური და გვქონდა ერთი ჰუმანიტარული მიზანი და შესაბამისად ამ საკითხზე ვისაუბრეთ," - აცხადებს ნიკა სიმონიშვილი.