20 ნოემბერი 2024,   13:18
ვრცლად
შეწყდება თუ არა სოცმუშაკების პროტესტი - ჯანდაცვის სამინისტროში 3 საათიანი შეხვედრა დასრულებულია

შეწყდება, თუ არა სოციალური მუშაკების პროტესტი? - შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროში დასრულებულია, თუმცა მიაღწიეს თუ არა მხარეებმა კონსენსუსს ამ დრომდე უცნობია.

როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოს იურისტი ქეთი ნაზღაიძე ამბობს, ის საკითხები რაც ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან გაჟღერდა უნდა მიიტანონ ყველა თანამშრომელთან, ამის შემდეგ გადაწყდება შეხვედრა ნაყოფიერი გამოდგა თუ არა.  

"მოლაპარაკებები მიმდინარეობს შევთანხმდებით ყველა საკითხზე რაც შეხვედრაზე გაჟღერდა. ჩვენ 10 კაციანი შემადგენლობით ვიყავით შეხვედრაზე,ჩვენს უკან კიდევ დასაქმებული 400 კაცია გაფიცული, ამიტომ ჯერჯერობით იქამდე უნდა მივიდეს ყველა პირობა და შემდეგ გადაწყდება მოლაპარაკებების შედეგი,"- აცხადებს ქეთი ნაზღაიძე. 

როგორც სოციალური სააგენტოს წარმომადგენლები ამბობენ, ყველა ის მოთხოვნა რომლებიც წამოყენებული იქნა სოციალური მუშაკების მხრიდან დაკმაყოფილებული არ არის, თუმცა შეხვედრაზე გარკვეული შემოთავაზებები გაჟღერდა.

 

დღის ამბები