რუსთავში, რჩეულიშვილის ქუჩაზე მომხდარი ხანძრის შედეგად დაზარალებული რვა ოჯახი, რუსთავის მერიამ დროებით საცხოვრებლად სასტუმროში გადაიყვანა. თავშესაფრის გარეშე დარჩენილი 22 ადამიანი, რუსთავის მერიის დაფინანსებით, სასტუმრო "გრანდ ვეჯინში" იცხოვრებს.
კორპუსის მდგრადობის შესახებ ექსპერტიზის დასკვნის დადების შემდეგ კი, მუნიციპალიტეტი მათ შესაბამის დახმარებას გაუწევს.
დაზარალებულ ოჯახებს, რუსთავის მერია პირველადი მოხმარების საგნებით და საკვებითაც დაეხმარება და საცხოვრებლად საჭირო ყველა პირობას შეუქმნის.
ხანძარი რუსთავში რჩეულიშვილის 6ა-ში არსებულ ორსართულიან კორპუსში, გუშინ გაჩნდა. ხანძრის ლიკვიდაცია დროულად მოხდა და კორპუსის არცერთი მცხოვრების ჯანმრთელობას საფრთხე არ შექმნია. დაზარალებულ ოჯახებს რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე მოადგილესთან და საკრებულოს წევრებთან ერთად გუშინვე შეხვდა.