19 აპრილი 2024,   22:34
ვრცლად
ძლიერი ხანძარი საბურთალოზე - ცეცხლი ტექნიკურ უნივერსიტეტთან მდებარე სახლში გაჩნდა

თბილისში, საბურთალოზე, ტექნიკუტრ უნივერსიტეტთან მდებარე კერძო ტიპის დასახლებაში ძლიერი ხანძარი იყო. სრულად დაიწვა 1 ნაგებობა, თუმცა საბედნიერო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებულმა მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის ლოკალიზება და შემდგომში ლიკვდირება დროულად შეძლეს, რის შედეგადაც მჭიდროდ განლაგებულ შენობებზე ცეცხლი არ გავრცელებულა.

ადგილზე სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის ბრიგადები იყო მობილიზებული. რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.  

დღის ამბები