20 ნოემბერი 2024,   13:23
ვრცლად
ჭყონდიდელი მიტროპოლიტი სტეფანე დღეს ეპარქიას დაუბრუნდა - მან კორონავირუსით ინფიცირების შემდეგ რეაბილიტაციის კურსი გაიარა

მაღალი იერარქიის სასულიერო პირები სინოდის დანიშვნის მოლოდინში არიან. სხდომაზე ბოლო პერიოდში ეკლესიის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე იმსჯელებენ.

ჯანმრთელობის პრობლემების ამოწურვის შემდეგ, მეუფე სტეფანე დღეს ეპარქიას დაუბრუნდა. ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა წირვა აღავლინა, მრევლს ქადაგებით მიმართა, შემდეგ კი ჟურნალისტების კთხვებს უპასუხა.

ეპისკოპოსმა დღეს ივარაუდა, რომ სინოდის წევრები გაზაფხულამდე შეიკრიბებიან.

იქნება თუ არა საკითხებს შორის ჭყონდიდის ეპარქიაში ამბოხებული სასულიერო პირების პრობლემა - ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე ამბობს, რომ ვინაიდან ეს აქტუალური საკითხია, სავარაუდოდ ამის განხილვაც იქნება.

"უწმინდესის ჯანმრთელობაზეა დამოკიდებული და მისი გადაწყვეტილებით მოხდება დანიშვნა. წინასწარ არ ვსაუბრობთ. ჭყონდიდის ეპარქიაში განვითარებული მოვლენები ალბათ იქნება, აქტუალურია.

სინოდის სხდომამდე მივეცით ამის უფლება, რომ იყვნენ იქ და სინანული თუ ექნებათ ბევრი რამე შეიძლება გაკეთდეს ამ მიმართულებით.

რაც კანონიკურ ჩარჩებში ჯდება, ყველაფერი შეიძლება დადებითად იყოს მათ მიმართ გადაწყვეტილი . ეპარქიიდან არავის არ გაუყრია ისინი, მათი პოზიცია ნათქვამია დიდი ხანია და არავინ იზიარებს მათ პოზიციას. საქადაგებლად ისინი ვერ მოვლენ," - აცხადებს მიტროპოლიტი სტეფანე.

დღის ამბები