20 ნოემბერი 2024,   13:10
ვრცლად
ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსი კორონავირუსით გარდაიცვალა

ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსი დიმიტრი კაპანაძე კორონავირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

"გარდაიცვალა ყოვლადუსამღვდელოესი,  ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსი დიმიტრი (კაპანაძე).

▪️ მეუფე დიმიტრის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაამძიმა კორონავირუსით გამოწვეულმა ინფექციამ. იგი ბოლო დღეების განმავლობაში საავადმყოფოში მკურნალობდა.
▪️ გამოვთქვამთ დიდ გულისტკივილსა და მწუხარებას ეპისკოპოს დიმიტრის გარდაცვალების გამო.
აღვავლენთ ლოცვებს  მისი უკვდავი  სულისათვის, რათა უფალმან აცხონოს და სავანესა მართალთასა დააწესოს იგი," - წერია გავრცელებულ განცხადებაში. 

ეპისკოპოსი დიმიტრი 2013-2015 წლებში მართავდა მარგვეთისა და უბისის ეპარქიას, ხოლო 2015 წლიდან დღემდე – ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიას. მას შემდეგ, რაც გასული წლის 19 სექტემბერს, კორონავირუსული ინფექციის შედეგად ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგი (ჩეკურიშვილი) გარდაიცვალა, მეუფე დიმიტრი ნეკრესის ეპარქიის დროებით მმართველადაც დაინიშნა.

დღის ამბები