საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსს, რომელიც კორონავირუსით გარდაიცვალა, სხვა ქრონიკული დაავადებები არ ჰქონია.
კათოლიკოს-პატრიარქის მდივნის, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველის განცხადებით, 47 წლის ეპისკოპოსი 1 თვის განმავლობაში ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა.
"მეუფეს სხვა ქრონიკული დაავადებები არ ჰქონია, უბრალოდ გართულდა კორონავირუსი. თითქმის 1 თვის წინ დაუდგინდა მას კორონავირუსი. ბოლოს მკურნალობის კურსს გადიოდა ინფექციურ საავადმყოფოში. თითქოს მიდიოდა გაუმჯობესების პროცესი, თუმცა, ფილტვი დაუზიანდა და როგორც ჩანს, სამწუხაროდ ეს გახდა მეუფის გარდაცვალების მიზეზი,"- აცხადებს დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი.