20 ნოემბერი 2024,   13:27
ვრცლად
როგორი ამინდია მოსალოდნელი 25-27 იანვარს საქართველოში - ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად იცვლება

გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 27 იანვრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება ამინდის არახელსაყრელი პირობები: დროგამოშვებით ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვნად დაკლება, ძლიერი ქარი, მთაში და მაღალმთაში ნისლი.

საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.

აღმოსავლეთ საქართველოში დღეს, 24 იანვარს, +11 გრადუსია, ხვალ დღის განმავლობაში +8 გრადუსი, ღამე კი -1 გრადუსი იქნება. 26 იანვარი დღე +7, ხოლო ღამე -4. 27 იანვარი დღე +9, ხოლო ღამით -5.

აღმოსავლეთის მთიან რეგიონებში ღამით -7 - 10 გრადუსი იქნება, მაღალ მთაში კი -10 -12 გრადუსი. 

რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, დღეს ტემპერატურა +8 გრადუსია, ხვალ დღის განმავლობაში +6, ღამე კი -1 გრადუსი. დასავლეთის მთიან რეგიონებში ღამე -5 -6 გრადუსია მოსალოდნელი, მაღალ მთაში -11 -8.

დღის ამბები