20 ნოემბერი 2024,   13:15
ვრცლად
სანატორიუმ "ქართლში" მცხოვრები დევნილები ახალ საცხოვრებელ ფართებს 2022 წელს მიიღებენ - ჯანდაცვის სამინისტროს განცხადება

სანატორიუმ "ქართლში" მცხოვრები დევნილი ოჯახების განსახლების შესახებ ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებას აქვეყნებს. უწყების ინფორმაციით, სანატორიუმ "ქართლში" მცხოვრები დევნილები ახალ საცხოვრებელ ფართებს 2022 წელს მიიღებენ.

განცხადების მიხედვით, დევნილ ოჯახებს სააგენტო ბინის მოძიებაში დახმარებას და ქირით დაუყოვნებლივ გადაყვანას სთავაზობს. სურვილის შემთხვევაში, დევნილ ოჯახებს შესაძლებლობა ეძლევათ ექსპლუატაციაში მიუღებელი ბინებიც წარმოადგინონ და სააგენტო მათ ამ საცხოვრებელ ფართს შეუძენს. 

"ახალი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის მიზნით, თბილისის, ზუგდიდისა და რუსთავის მუნიციპალიტეტებთან აქტიურად მიმდინარეობს მიწის მოძიებისა და სააგენტოსთვის გადმოცემის სამუშაოები," - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

 

დღის ამბები