საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 4 წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა. შესაბამისად, მთავრობის დღევანდელ სხდომას მინისტრების მხოლოდ ნაწილი ესწრებოდა.
როგორც "რუსთავი 2"-ს მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს, ინფექცია დაუდასტურდა განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელს,
ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძეს,
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილსა და თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს.