ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი რამდენიმე დღის გამოქვეყნებულ ჩანაწერებს, სადაც მისი და თავისი ყოფილი ცოლის, ნეკა დოროყაშვილის საუბარია ასახული, სოციალური ქსელით ეხმაურება.
როგორც ბასილაშვილი წერს, საუბარი ფარულადაა ჩაწერილი და კონტექსტიდან არის ამოგლეჯილი. ასევე, ხაზს უსვამს, რომ მისი დუმილი საკუთარი შვილის ინტერესების დაცვას ემსახურება.
"ჩანაწერები, რომლებიც გავრცელდა, არის ფარულად ჩაწერილი, კონტექსტიდან ამოგლეჯილი. არ ყოფილა სრული სახით ნაჩვენები და არ ასახავდა ნამდვილ შინაარსს.
ამ გადაცემით, პირველ რიგში, შეილახა ჩემი შვილის უფლებები, რომელიც სკოლის მოსწავლეა და შესაძლოა მარტივად გახდეს ბულინგის მსხვერპლი.
ჩემი შვილი არის ჩემთვის უპირველესი ადამიანი, მოტივატორი და ვფიქრობ, მხოლოდ ასეთი უზნეო ჟურნალისტების მსგავსად მოაზროვნე ადამიანებმა შეიძლება შეიტანონ ეჭვი ამაში.
ჩემი დუმილი განპირობებული არის ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე და არ მსურს დეტალებზე საუბარი!
მე პარალელური მართლმსაჯულების გამართვას არ ვაპირებ და ველოდები სასამართლოს გადაწყვეტილებას,"- წერს ბასილაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილს არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ მეუღლეზე ფიზიკური ძალადობის მუხლით აქვს ბრალი წარდგენილი.