20 ნოემბერი 2024,   13:28
ვრცლად
ბაკურიანში მთის ეტლით თხილამურის ჩემპიონატი გაიმართა - პროექტის "აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა" ფარგლებში ჩატარდა

ბაკურიანში მთის ეტლით თხილამურის ჩემპიონატი – ბაკურიანი 2022 გაიმართა. ერთმანეთს  სამშვიდობო მისიებში დაჭრილ–დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები, ომის ვეტერანები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ეჯიბრებოდნენ.

ინდივიდუალურ ასპარეზობაში ოთხი გამარჯვებული გამოვლინდა. გუნდურში კი პირველი ადგილი თბილისის ოთხეულმა მოიპოვა, მეორე გორის გუნდმა, მე-3 და მე-4 ადგილებს მარნეულისა და ქუთაისის გუნდები დასჯერდნენ.

ღონისძიება პროექტის "აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაას" ფარგლებში ჩატარდა. 

დღის ამბები