20 ნოემბერი 2024,   13:36
ვრცლად
რუსთავის, გარდაბნისა და მარნეულის კლინიკებს, პანდემიასთან ბრძოლის მიზნით, ისრაელის მთავრობამ 2 ტონამდე სამედიცინო ინვენტარი გადასცა

ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში, ისრაელის ელჩმა, რან გიდორმა სახელმწიფო რწმუნებულთან, გიორგი დოხტურიშვილთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, დიპლომატიური კორპუსისა და "შალომ კლუბ ქვემო ქართლის" ორგანიზებით რეგიონის სამი მუნიციპალიტეტის - რუსთავის, გარდაბნისა და მარნეულის კლინიკებს, კოვიდ-პანდემიასთან ბრძოლის მიზნით, 2 ტონამდე სამედიცინო ინვენტარი, გადაეცემათ. (სასუნთქი აპარატები, სამედიცინო ტანსაცმელი, ნიღბები, ფარები და ნემსები).

ღონისძიებას სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და შესაბამისი თვითმმართველობების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. ელჩის თქმით, სამედიცინო ინვენტარის გადმოცემით, ისრაელმა კიდევ ერთხელ გამოხატა პატივისცემა და მეგობრული დამოკიდებულება საქართველოს მიმართ.

დღის ამბები