"საქართველოს ბანკის" გვერდი Facebook-ზე აღარ იძებნება. "საქართველოს ბანკი" "რუსთავი 2-თან" ჯერჯერობით შეფერხების მიზეზზე ვერ საუბრობს და მხოლოდ იმას აღნიშნავენ, რომ მომხდარში გარკვევას თავადაც ამ ეტაპზე ცდილობენ.
სოციალური ქსელის მისამართზე გადასვლისას ჩნდება შეტყობინება, რომ "ეს გვერდი მიუწვდომელია".
"შეიძლება გვერდი წაშლილია. შეამოწმეთ სწორია თუ არა ბმული, რომლის გახსნასაც ცდილობთ", - ეს წარწერა ჩნდება Facebook-ის იმ ლინკზე, რომელზეც "საქართველოს ბანკი" იყო.