ახალციხეში, 57 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.
პირველადი ინფორმაციით, სავარაუდოდ, ის ხანძარმა იმსხვერპლა. მამაკაცი ბინაში მარტო ცხოვრობდა და ის მსგავსი შემთხვევისგან ადრე ერთხელ უკვე გადაარჩინეს. ცეცხლი ბინაში სავარაუდოდ, სიგარეტის ნამწვისგან გაჩნდა.
ამ დროისთვის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
"ხშირად სვამდა ბიძაჩემი, ერთხელ უკვე გადავარჩინეთ უბედურ შემთხვევას. გარდა დაგვხვდა რომ მოვედით. ახლა პოლიციაა სახლში და გამოკითხვას აწარმოებს," - გარდაცვლილის ახლობელი.