საქართველოსა და სომხეთის იუსტიციის სამინისტროებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ხელშეკრულება საქართველოს მხრიდან სომხეთისთვის იუსტიციის სახლის და პრობაციის სერვისების სისტემის გაზიარებას გულისხმობს.
საქართველო სომხეთის იუსტიციის სამინისტროს ქართული ინოვაციური სერვისის "იუსტიციის სახლების" დანერგვაში დაეხმარება.
ქართულმა მხარემ სომხეთში კიდევ ერთი სერვისი, "პრობოქსი" ჩაიტანა. ეს არის მოწყობილობა, რომელიც პირობით მსჯავრდადებულებს ვალდებულებების შესრულებაში ეხმარება.