როგორი იქნება სასამართლოს გადაწყვეტილება დაკავებული პოლიციელების მიმართ? მეტროში, არასრულწლოვანზე ძალადობის საქმეზე დაკავებული ორი სამართალდამცველისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მოსამართლემ დღეს უნდა იმსჯელოს.
პროკურატურა, ბრალდებულების პატიმრობას და დაკავებული თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვს.
სასამართლოში პროცესი 14:30 საათზე ჩაინიშნა.
დაკავებულთაგან ერთ-ერთს არასრულწლოვანზე ძალადობას და არაადამიანურ მოპყრობაში, მეორეს კი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებენ.