20 ნოემბერი 2024,   13:34
ვრცლად
რა ხდება გზებზე - საავტომობილო გზების დეპარტამენტი გადაადგილების სპეციალური რეჟიმების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

საგზაო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე, მსუბუქი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აღდგენილია.

უწყების ინფორმაციით, ლიპყინულის გამო, ამავე მონაკვეთზე ნარჩუნდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობის აკრძალვის რეჟიმი.

"საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, მსუბუქი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აღდგენილია. ამასთან, ლიპყინულის გამო, ამავე მონაკვეთზე ნარჩუნდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობის აკრძალვის რეჟიმი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური–კობის

მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის

რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით,"- ნათქვამია საგზაო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

დღის ამბები