20 ნოემბერი 2024,   13:33
ვრცლად
"გამომიჩნდეს, ვაპატიებ და ვეპატრონები, არ დავაჭერინებ" - აფხაზეთის ომის გმირის ვაჟა თოდუას საფლავი გაძარცვეს

აფხაზეთის ომის გმირის, ვაჟა თოდუას საფლავი გაძარცვეს. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი მაცაცო ბურჭულაძე ავრცელებს. მისი თქმით, მოპარულია ბიუსტი.

"ამას სახელი არა აქვს, ვაჟა თოდუას საფლავი გაძარცვეს, ბიუსტი მოიპარეს! ამ წუთას აფხაზეთის ომის გმირის, ვაჟა თოდუას დედა შემხვდა აკანკალებული, ამას თუ აკადრებდნენ არ მეგონაოო..

იმასაც ამბობდა, როგორც დედა, ვიღაცამ გაჭირვებულმა, ნორმალური ვინ იზამდა, ციხე რისი გულისთვის აიკიდა? რომ გამომიჩნდეს ვაპატიებ და ვეპატრონები კიდე, არ დავაჭერინებ, მეცოდება, ფულიზა ქნა აიო. გმირის დედაა," - წერს მაცაცო ბურჭულაძე.

დღის ამბები