ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში ყაზბეგის გამზირზე.
ერთმანეთს "ტოიოტას" მარკის ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახნენ. შემთხვევის შედეგად დაშავდა ერთი პირი. დამატებით დეტალებს "რუსთავი2" შსს-ში არკვევს.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა.