უკრაინის მხარდასაჭერად შედგენილ რეზოლუციას ექსპერტ-ანალიტიკოსი მამუკა არეშიძე აფასებს. მისი თქმით, დოკუმენტში აქცენტები ზომიერად არის გაკეთებული.
"თავისთავად ეს არის გარკვეული პატივის მიგება, ჟესტი და აუცილებლად გასაკეთებელია. შეიძლებოდა იქ ხსენებულიყო რუსეთი, შეიძლება არა, მაგრამ მთავარი არის შინაარსი და პათოსი დოკუმენტის და პათოსი საკმაოდ წონიანია და ზომიერია.
შეიძლება ვიღაცისთვის გამაღიზიანებელია რუსეთი რომ არ არის ნახსენები, მაგრამ ჩემთვის ეს არსს არ ცვლის. თავისთავად, უკრაინის მხარდამჭერი პოზიცია, უკვე გამაღიზიანებელია კრემლისთვის," - აცხადებს მამუკა არეშიძე.