20 ნოემბერი 2024,   13:16
ვრცლად
ზუგდიდში, ქალის ცემისთვის დაკავებულ პოლიციელს ბრალი წარუდგინეს - ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს

ზუგდიდში, ქალის ცემისთვის დაკავებულ პოლიციელს ბრალი წარუდგინეს. გამოძიება მას 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას ედავება, რაც ცემას გულისხმობს.

ადვოკატის თქმით, ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს. მისივე ინფორმაციით, დაზარალებულ ქალს პრეტენზია არ აქვს.

სასამართლო აღკვეთის ღონისძიებაზე 24 საათში იმსჯელებს.

 

დღის ამბები