პრეზიდენტი შვეიცარიული კომპანია "შტადლერის" აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა.
საუბარი შეეხო კომპანიის საინვესტიციო გეგმებს საქართველოში, სარკინიგზო მატარებლების მოდერნიზაციისა და ადგილობრივი წარმოების საკითხებს.
პიტერ სპულერმა ისაუბრა მატარებლების და საჭირო ნაწილების ადგილობრივი ასაწყობი ხაზის შექმნის შესაძლებლობაზე.
ეს არის 80 წლიანი გამოცდილების მქონე უმსხვილესი შვეიცარიული კომპანია, რომელიც სხვადასხვა ტიპის სამგზავრო და სატვირთო მატარებლებს აწარმოებს.