20 აპრილი 2024,   09:10
ვრცლად
"ისრაელის სახლის" ორგანიზებით ჰოლოკოსტისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა

ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში "ისრაელის სახლის" ორგანიზებით ღონისძიება ჩატარდა.

შესრულდა ჰოლოკოსტისადმი მიძღვნილი რამდენიმე მუსიკალური ნომერი, მოეწყო ჰოლოკოსტის შესახებ მომზადებული ვიდეოებისა და ფილმის ჩვენებაც.

ღონისძიებას სტუდენტები, ებრაული თემისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ჰოლოკოსტს 6 მილიონზე მეტი ებრაელი ემსხვერპლა, მათ შორის 1,5 მილიონი ბავშვი იყო.

დღის ამბები