20 ნოემბერი 2024,   13:11
ვრცლად
სანატორიუმ "ქართლში" მცხოვრები 16 ოჯახი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდა

სანატორიუმ "ქართლში" მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირები, დევნილთა სააგენტოში ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს ხვდებიან. როგორც ცნობილია, სამინისტრომ სანატორიუმ "ქართლში" მცხოვრები ოჯახების განსახლების პროცესი უკვე დაიწყო. ამ დროისთვის თექვსმეტმა ოჯახმა საცხოვრებელი ფართი უკვე მიიღო. განსახლების პროგრამა ეტაპობრივად გაგრძელდება.

"9 ოჯახს გადაეცა გასაღები გუშინ, პლუს კიდევ 7-მა ოჯახმა მოიძია თავისი ფართი და დევნილთა სააგენტომ და ჯანდაცვის სამინისტრომ დაუფინანსა. ორი პირობა გვაქვს, პირველ რიგში თვითონ სახელმწიფომ შეისყიდოს, როგორც გააკეთა ამ შემთხვევაში და დაგვაკმაყოფილონ ფართებით ან გაიზარდოს თანხის ოდენობა და ჩვენ თვითონ შევისყიდით," - აცხადებს სანატორიუმ "ქართლის" ერთ-ერთი მაცხოვრებელი ირმა ნაჭყებია.

დღის ამბები