20 ნოემბერი 2024,   13:18
ვრცლად
დაუკანონებელ მიწაზე მცხოვრები მოსახლეობა დახმარებას ითხოვს - ორხევში დღეს ათამდე უკანონოდ აშენებული სახლის დემონტაჟი განხორციელდა

ორხევში დაუკანონებელ მიწაზე მცხოვრები 51 წლის მამაკაცი საცხოვრებელს ისევ ააშენებს. გადაწყვეტილება დღეს, მას შემდეგ მიიღო, რაც მერიამ სახელმწიფო მიწაზე აშენებული სახლი დაუნგრია.

კახა ილურიძემ იცის, რომ ნაგებობა უკანონო იყო, თუმცა მიზეზად გამოუვალ მდგომარეობასა და მძიმე ეკონომიკურ პირობებს ასახელებს. 

დღევანდელი სამუშაო დღის შედეგი ასეთია - მუნიციპალური ინსპექციის სამსახურმა ათამდე უკანონოდ აშენებული საცხოვრებელი სახლი და მათთან არსებული მცირე ნაგებობები დაანგრია. პროცესში მედიასთან სამუშაოს შემსრულებლების მხრიდან განმარტებებიც გაკეთდა. 

ორხევის დასახლებაში უკანონო მშენებლობებთან დაკავშირებით კომენტარი დედაქალაქის მერმაც გააკეთა. კახი კალაძე განმარტვას, რომ დემონტაჟი მოკვლევის შედეგად მიღებული დასკვნის საფუძველზე მოხდა, სახელმწიფო მიწების დატაცების უფლება კი არავის აქვს.

ამ დროისთვის ორხევის დასახლებაში, სახელმწიფო მიწაზე კიდევ სხვა ბევრი უნებართვო სახლია აშენებული. უკანონოდ დასახლებულები დახმარებას ითხოვენ.

დღის ამბები