კომპანია "თელასის" ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 29 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის ცალკეულ რაიონებს.
კერძოდ:
სამგორის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღის დასახლების (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოელი. დიღმის, ვაშლიჯვრის დასახლების, აღმაშენებლის ხეივნის, გოძიაშვილის, ირაკლი ფარჯიანის, თოფურიძის, გელოვანის, მუხრან მაჭავარიანის, გაბაშვილის, ჯორჯ ბალანჩინის, არზაყან ემხვარის, პეტრიწის და ინტენსიფიკაციის ქუჩების მოსახლეობას.
დიდუბის რაიონი ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის II კვარტლის მოსახლეობას.