კლინიკა "რუსთავში" მიცვალებულები აერიათ - ინფორმაციას სოციალურ ქსელში ჟურნალისტი თეა წიკლაური ავრცელებს.
როგორც თეა წიკლაური ჰყვება, თბილისიდან რუსთავში ჩასულ ოჯახს ბებიის ცხედრის მაგივრად სხვა მიცვალებული გაატანეს.
"კლინიკა რუსთავში მიცვალებული შეგვიცვალეს!...
ჩემო ფუტკარივით მშრომელო ბებო, როგორ ვაპატიო კლინიკა "რუსთავს" შენი გატაცება, დღემდე ვერ გავარკვიე, იქ კრიმინალები არიან თუ მედპერსონალი, უპასუხისმგებლო, უტვინო, უთავმოყვარეო, ყველა სფეროშია, მაგრამ ეს რაც რუსთავის საავადმყოფომ გააკეთა ამას სახელი არ აქვს.
კლინიკა რუსთავში გარდაიცვალა ბებო, დაგვირეკეს "დიდი მწუხარებით" და სანამ თბილისიდან რუსთავში ჩავედით, სხვას გაატანეს "ყასბები". ხელცარიელს ხომ არ გამოგვიშვებდნენ.... სხვისი მიცვალებული გამოგვატანეს," - წერს თეა წიკლაური.