20 ნოემბერი 2024,   13:11
ვრცლად
შეამოწმეთ თქვენი მისამართი - თბილისის ნაწილს ხვალ ელექტროენერგია შეეზღუდება  

"თელასის" ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოის ჩატარების გამო, 31 იანვარს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

უბნების ჩამონათვალი:

მთაწმინდის რაიონში - ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ) და რესპუბლიკის მოედნის მოსახლეობას.

ასევე, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ვასო აბაშიძის და თაბუკაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონში - გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მონადირის, ავშნის, ფირცხალავას და ნუშის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 13:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის (ნაწილობრივ), ჩაქვის და მანჯგალაძის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონში - ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, ვაშლიჯვრის დასახლების, გოძიაშვილის, ირაკლი ფარჯიანის, თოფურიძე ვალენტინის, გელოვანის, მუხრან მაჭავარიანის და ჯორჯ ბალანჩინის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის და ვაშლიჯვრის დასახლების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 13:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟ-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ნადირაძის, ქავთარაძის და შავიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონში - გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ფონიჭალის და გულბანის ქუჩის მოსახლეობას.

გლდანის რაიონში - გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შეშელიძის ქუჩის მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

დღის ამბები