20 ნოემბერი 2024,   13:24
ვრცლად
გლდანში სამი ბავშვი და მათი მშობლები ბუნებრივი აირით, სავარაუდოდ, 3 დღის წინ გარდაიცვალნენ და ახლობელმა მხოლოდ გუშინ აღმოაჩინა

გლდანის მეორე მიკრორაიონში გვიან ღამემდე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა, სადაც ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში 5 ადამიანის ცხედარი იპოვეს.

ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის შედეგად გარდაცვლილი ოჯახის ახლობლების თქმით, შემთხვევა 3 დღის წინ მოხდა, ცხედრები კი ახლა ნახეს. ბინაში გარდაცვლილები ნათესავმა მას შემდეგ აღმოაჩინა, რაც მათთან სტუმრად მივიდა. გარდაცვლილი ცოლ-ქმარი 30 წლამდე ასაკის იყო, ერთი ბავშვი სკოლის მოსწავლე, ორი კი მცირეწლოვანი.

გლდანში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით, მეზობლები ამბობენ, რომ ძირითადად ინფორმაციას ტელევიზიის საშუალებით იღებდნენ. მათივე თქმით, ოჯახი გაზის ღუმელით თბებოდა. 

"ხუთნი იყვნენ, სამი ბავშვი და მშობლები. ე.წ. გაზის "დუხოვკით" თბებოდნენ, გადმოწეული ჰქონდათ და მგონი 2 დღის გარდაცვლილები იყვნენო,"- ამბობს მეზობელი.

ერთ-ერთი მეზობელი ამბობს,რომ ოჯახში შესულ სამაშველო ჯგუფს გაზი ჩართული დახვდა.  

მოვიდნენ და ასეთი ამბავი დახვდათ. ტელევიზიით გავიგე, რომ "დუხოვკა" გადმოწეული იყო, გაზი ენთო სუნი კი საერთოდ არ იყო,"-ამბობს მეზობელი. 

დღის ამბები