ახალი სერვისების და პროექტების პრეზენტაცია რუსთავის მერმა ამჯერად ახალგაზრდებთან გამართა.
წელს რუსთავს ბიუჯეტი 30 მილიონი ლარით გაიზარდა. მერიაში ამბობენ, რომ გაზრდილი ბიუჯეტი ახალი სერვისების დანერგვის საშუალებას იძლევა.
რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ სტუდენტებს დაფინანსების ახალი მოდელზე მიაწოდა ინფორმაცია. ასევე ისაუბრეს მაგისტრანტების დაფინანსების, სტაჟირების პროგრამების და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების შესახებ.
"ჩვენ ძალიან ხშირად ვსაუბრობთ მოქალაქეთა ჩართულობაზე და განსაკუთრებით ახალგაზრდების ჩართულობაზე ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში. დღეს შევხვდით ახალგაზრდებს და ეს პროცესი კიდევ გაგრძელდება. ვისაუბრეთ ქალაქში მიმდინარე მნიშვნელოვან პროექტებზე, ხაზი გავუსვით განსაკუთრებით იმ საკითხებს, რომელებიც ეხებათ ახალგაზრდებს,"-აცხადებს ნინო ლაცაბიძე.