გლდანში საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილები ნათესავმა მას შემდეგ აღმოაჩინა, რაც მათთან სტუმრად მივიდა. როგორც ცნობილია, ოჯახი ტრაგედიამდე რამდენიმე დღით ადრე გადავიდა საცხოვრებლად ნაქირავებ ბინაში. გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცი სამეგრელოდან იყო. ირაკლი შანიძე ხობიდან თბილისში სამუშაოდ რამდენიმე წლის წინ ჩამოვიდა. ის დედაქალაქში მშენებლობაზე მუშაობდა.
ოჯახის ნათესავები ამბობენ, რომ სამეგრელოდან ოჯახი თბილისში სამუშაოდ წავიდა. ნათესავები იმასაც ამბობენ, რომ გარდაცვლილები ბინაში 2 დღის შემდეგ ნახეს, როცა ახლობლებმა დაკავშირება ვერ შეძლეს ამის შემდეგ მიმართეს დასახმარებლად მაშველებს.
"დაუდევრობა მოხდა... ჩაეძინათ, მაშველები რომ შესულან, უნახავთ, ანთებული ყოფილა ღუმელი. ახალგაზრდები იყვნენ და უნდოდათ მუშაობა და წავიდნენ ქალაქში. სხვათა შორის, კარგი ხელოსნები იყვნენ, ისწავლეს მშენებლობა..." - ამბობს ნათესავი.
შემთხვევა გუშინ მოხდა, გარდაცვლილია 5 ადამიანი - მშობლები და მათი 3 მცირეწლოვანი შვილი.