26 აპრილი 2024,   14:01
ვრცლად
ევროპაში მილიონობით ადამიანს უწევს არჩევანის გაკეთება სახლის გათბობასა და საკვების შეძენას შორის

ევროპაში ენერგო რესურსებზე ფასები იზრდება, მილიონობით ადამიანს უწევს არჩევანის გაკეთება სახლის გათბობასა და საკვების შეძენას შორის - ამ სათაურით ვრცელ სტატიას "ევრონიუსი" აქვეყნებს.

როგორც სტატიაშია ნათქვამი, პანდემიით გამოწვეული კრიზისის  შედეგად რთულ ვითარებაში 35 მილიონზე მეტი ევროპელი აღმოჩნდა. საფრანგეთში, უფასო სასადილოების ბენეფიციართა რაოდენობა, პანდემიის დაწყებიდან 30%-ით გაიზარდა; ბულგარეთში კი ყოველი მეოთხე მცხოვრები გათბობის გადასახადს ვერ იხდის, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროკავშირში. მეორე და მესამე ადგილზე კი ლიეტუვა და კვიპროსი არიან.

დღის ამბები