20 ნოემბერი 2024,   13:16
ვრცლად
"თბილსერვის ჯგუფში" აცხადებენ, რომ დასუფთავების გადასახადი არ გაზრდილა

"თბილსერვის ჯგუფის" დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, დავით ფაჩულია აცხადებს, რომ დასუფთავების გადასახადი არ გაზრდილა.

მისი თქმით, კომუნალურ გადასახადში ცვლილება სემეკ-ის გადაწყვეტილებამ გამოიწვია და რეალურად, ეს არ ნიშნავს, რომ დასუფთავების გადასახადმა მოიმატა.

"არც ერთი თეთრით თბილისის მოქალაქეებს მოსაკრებლის გადასახადი არ გაზრდიათ. იყო 2,50 ლარი და რჩება ამდენივე. თბილისის მერიამ და "თბილსერვის ჯგუფმა" აღვწერეთ, რა არის მიზეზი, რატომ მიუვიდათ ორმაგი გადასახადი მოქალაქეებს, მაგრამ როგორც ჩანს, არ იყო საკმარისი. ეს უკავშირდება სემეკ-ის დადგენილებას, რომ შემდგომ თვეს მოდიოდა წინა თვის გადასახადი აქამდე, ანუ ნოემბრის თვის გადასახადი მოდიოდა დეკემბრის დასაწყისში. მოქალაქეებმა, რომლებმაც დეკემბერში გადაიხადეს გადასახადი, ის არის ნოემბრის გადასახადი. დეკემბრის ბოლოს მათ უნდა მისვლოდათ კიდევ ერთი გადასახადი, მაგრამ ეს გადასახადი არ მისვლიათ. შესაბამისად, იანვრის ბოლოს მათ მიუვიდათ დეკემბრის და იანვრის თვის გადასახადი. ახლა მიუვიდათ ორი თვის გადასახადი. დარიცხვის სისტემა შეიცვალა,"- განაცხადა ფაჩულიამ.

დღის ამბები