18 მაისი 2024,   20:19
ვრცლად
"მე უკან არაფრისგან ვიხევ" - რა იგულისხმა ბაიდენმა პუტინზე გაკეთებული განცხადების დროს

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განმარტა, თუ რა იგულისხმა ვარშავაში სიტყვით გამოსვლის დროს, როდესაც თქვა, რომ - პუტინმა ხელისუფლებაში ვერ უნდა დარჩეს. ევროპიდან დაბრუნებულ პრეზიდენტს,  ჟურნალისტებთან განმარტების გაკეთება მოუწია იმასთან დაკავშირებით, იყო თუ არა მისი მხრიდან მოწოდება, რუსეთში რეჟიმის შეცვლაზე. ბაიდენმა თქვა, რომ თავისი სიტყვებისგან ის უკან არ იხევს. ვარშავაში წარმოთქმული ფრაზით კი, მან პუტინის ქმედებების მიმართ თავისი მორალური აღშფოთება გამოხატა.

ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ რეჟიმის შეცვლა რუსეთში ამერიკის პოლიტიკური პოზიცია არ არის.

"მე უკან არაფრისგან ვიხევ. საქმე ის არის, რომ მე გამოვხატავდი მორალურ აღშფოთებას, რომელსაც პუტინის ქმედებების მიმართ ვგრძნობ. არავის სჯერა, რომ ჩვენ ჩამოგდებას ვაპირებთ და პუტინის ჩამოგდებაზე ვსაუბრობდი. მეორეც, რაზე ვსაუბრობდი მე, როდესაც ეს ყველაფერი დაიწყო? ერთადერთი ომი, რომელიც დაგეგმილზე უარესია, არის გაუთვალისწინებელი. ყველაზე ნაკლებად რის გაკეთებაც მსურს, რუსეთთან სახმელეთო ან ბირთვულ ომში ჩართვაა. მე გამოვხატე ჩემი აღშფოთება ამ კაცის საქციელის გამო. ეს აღმაშფოთებელია და უფრო მეტად ეს არის სურვილი, რომ ის ხელისუფლებაში არ იყოს. ასეთი ადამიანები ქვეყნებს არ უნდა მართავდნენ, თუმცა მართავენ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე ჩემი აღშფოთების გამოხატვა არ შემიძლია,"- აცხადებს ჯო ბაიდენი. 

პოლიტიკური მიმომხილველი უსაფრთხოების საკითხებში ამბობს, რომ ბაიდენს პუტინი არ მოსწონს, ურჩევნია ის ხელისუფლებაში არ იყოს და ამერიკის პრეზიდენტს სხვა ლიდერთან ჰქონდეს საქმე. თუმცა მისივე თქმით, ეს სურვილია და არა ხელისუფლების შეცვლის მცდელობა.

ეს შემდეგი გზით იყო ახსნილი: ძალიან კარგი იქნებოდა, თუ ის რუსეთს არ უხელმძღვანელებდა მისი ძალადობრივი ბუნების და სამოქალაქო პირების დახოცვის გამო. თუმცა შეერთებული შტატები მისი ძალაუფლებიდან ჩამოცილებას არ ცდილობს. ეს იყო მისწრაფება, სურვილი, რომ ის წავიდეს, თუმცა არა შეერთებული შტატების ქმედებით. როგორც ჩანს, პრეზიდენტმა ეს ბოლო წუთს თქვა, რომელიც მის ტექსტში და სუფლიორში არ იყო. მას აქვს ასეთი განცხადებების ჩვევა, ისევე როგორც სხვა პრეზიდენტებს ჰქონდათ. მას პუტინი არ მოსწონს და კარგი იქნებოდა, თუ რუსეთის სხვა ლიდერთან ექნებოდა საქმე. ასეთივე დამოკიდებულება ჰქონდა ობამას, რომელსაც მედვედევთან ერჩივნა საქმის დაჭერა, ვიდრე უშუალოდ პუტინთან,"- ამბობს ჰადსონის ინსტიტუტის ანალიტიკოსი რიჩარდ უეითზი

ბაიდენის გამოსვლას ვარშავაში, მოსკოვიდან უპასუხეს. პუტინის პრესმდივანმა პესკოვმა, ამერიკის პრეზიდენტის განცხადებას საგანგაშო უწოდა.

ჯო ბაიდენის განცხადებებს, პუტინთან დაკავშირებით, რუსეთში ყოველთვის მწვავე რეაქციით ხვდებიან. პრეზიდენტის წინა საჯარო განცხადებაზე, როდესაც მან პუტინს სამხედრო დამნაშავე უწოდა, პასუხი მოსკოვში ამერიკის ელჩს - სალივანს მოსთხოვეს. დიპლომატი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, ნოტა გადასცეს და ამერიკასთან ურთიერთობის გაწყვეტით დაიმუქრნენ.

დღის ამბები