20 მაისი 2024,   02:14
ვრცლად
იმაზე, რაც უკრაინაში ხდება, მსოფლიოა პასუხისმგებელი - ვოლოდიმირ ზელენსკი CBS-თან ინტერვიუში

იმაზე, რაც უკრაინაში ხდება მსოფლიოა პასუხისმგებელი - უკრაინის პრეზიდენტმა CBS-ის გადაცემა "60-წუთთან" ინტერვიუში ისაუბრა. ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინას ახლა ყველაზე მეტად იარაღი ესაჭიროება.

მისივე თქმით, პოტენციურ მოლაპარაკებებზე განხილვის საგანი ტერიტორიების დათმობა იქნება, თუმცა უკრაინა ამის წინააღმდეგია. ზელენსკის განცხადებით, ყირიმს რუსეთის ტერიტორიად არ აღიარებს.

"ყველას გვახსოვს წიგნები მეორე მსოფლიო ომისა და ფორმაში გამოწყობილი ეშმაკის - ადოლფ ჰიტლერის შესახებ. არიან თუ არა პასუხისმგებელი ის ქვეყნები, რომლებიც ომში არ მონაწილეობდნენ? ქვეყნები, რომლებმაც ნება დართეს გერმანულ ძალებს მთელ ევროპაში გაელაშქრათ? არის თუ არა მსოფლიო გენოციდზე პასუხისმგებელი? - დიახ, არის.

როდესაც შეგიძლია დახურო ცა – დიახ, საშინელებაა, რომ შეიძლება მსოფლიო ომი დაიწყოს. საშინელებაა. მე მესმის ეს და არ შემიძლია ამ ხალხზე ზეწოლა, რადგან ყველას ეშინია ომის. მაგრამ არის თუ არა მსოფლიო პასუხისმგებელი ამაზე. მიმაჩნია, რომ კი. მე ასე ვთვლი. ვფიქრობ მოვიგეთ კიევის ბრძოლა, მაგრამ ეს საბოლოო გამარჯვება არ არის. ამის თქმას მხოლოდ მას შემდეგ შევძლებ, როცა ამ ომში გავიმარჯვებთ. როდესაც ჩვენს ქვეყანას გავათავისუფლებთ. რადგან ბუჩა დიდი კიევის ნაწილია. ბუჩა, ირპინი, ჰოსტომელი, თუკი ამ ქალაქების ხალხი გაანადგურეს, მაშინ მოვიგეთ ჩვენ ეს ბრძოლა? დარწმუნებული არ ვარ. ჩვენ გავუძელით და არ დავთმეთ ის, რაც ჩვენია. მაგრამ მოვიგეთ თუ არა, ვერ ვიტყვი.

მთლიანობაში, ჩვენ არ ვართ მზად ჩვენი ქვეყნის დათმობისთვის. ვფიქრობ, ჩვენ უკვე ბევრი სიცოცხლე დავთმეთ. ასე რომ, ჩვენ მტკიცედ უნდა ვიდგეთ, რამდენ ხანსაც შეგვიძლია. ეს საკითხი აუცილებლად დადგება მოლაპარაკებების დროს. ჩვენ გვესმის რუსული მხარის. ჩვენ გვესმის, რომ მათი ერთ-ერთი პირობა, რომელზეც ყოველთვის საუბრობენ, არის ყირიმის რუსეთის ტერიტორიად აღიარება. ამას ნამდვილად არ ვაღიარებ. მათ ნამდვილად სურთ ჩვენი ქვეყნის სამხრეთი ნაწილების აღება. მე მკაფიოდ მესმის, რომ მსგავსი შეკითხვები დაისმება მოლაპარაკებების დროს, თუ ეს ოდესმე შედგება,"- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

დღის ამბები