20 მაისი 2024,   03:09
ვრცლად
"მარიუპოლი განადგურებულია, იქ ათი ათასობით დაღუპული ადამიანია, რუსეთს სურს მარიუპოლი სამაგალითოდ განადგურებულ ქალაქად აქციონ" - ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მარიუპოლიში ათი ათასობით ადამიანი დაიღუპა. მისივე თქმით, რუსებს სურთ მარიუპოლი "სამაგალითოდ განადგურებულ ქალაქად აქციონ".

უკრაინული გამოცემა "უნიანის" ინფორმაციით, ამის შესახებ ზელენსკიმ სამხრეთ კორეის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"ყველაზე უარესი სიტუაცია მარიუპოლშია, მარიუპოლი განადგურებულია. იქ ათი ათასობით დაღუპული ადამიანია, თუმცა ამის მიუხედავად რუსეთი ქალაქზე თავდასხმებს უწყვეტად განაგრძობს. მათ სურთ მარიუპოლი სამაგალითოდ განადგურებულ ქალაქად აქციონ," - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი. 

დღის ამბები