20 მაისი 2024,   05:30
ვრცლად
რა საბრძოლო იარაღებს მოიცავს პენტაგონის დახმარება - პენტაგონი უკრაინისთვის გამოყოფილი მეშვიდე ეტაპის სამხედრო დახმარების დეტალებს ასაჯაროებს

პენტაგონი უკრაინისთვის გამოყოფილი დამატებით, მეშვიდე ეტაპის სამხედრო დახმარების დეტალებს ასაჯაროებს.

უწყების პრესმდივანი, ჯონ კირბი ამბობს, რომ დახმარებაში შედის 11 M17 ტიპის ვერტმფრენი, რომელიც ამერიკამ ავღანეთში გამოიყენა.

დახმარების ამ კონკრეტულ პაკეტში იქნება არტილერიის შეიარაღებაც. შესაბამისი იარაღის გამოსაყენებლად ასევე გათვალისწინებულია უკრაინელი სამხედროების წვრთნაცკირბი ამბობს, რომ დახმარების შერჩევის დროს მათ კიევის თხოვნა გაითვალისწინეს.

"პირველი შემთხვევაა, როდესაც ჩვენ უკრაინას ჰაუბიცებს გადავცემთ. მათ კონკრეტულად საარტილერიო მხარდაჭერა გვთხოვეს. დახმარების პაკეტი მორგებულია უკრაინის გადაუდებელ საჭიროებებზე მიმდინარე ბრძოლისთვის, რადგან რუსულ ძალებს თავიანთი დაუნდობელი აგრესია ახლა აღმოსავლეთ უკრაინაზე აქვთ მიმართული.

ეს სისტემები სავარაუდოდ მოითხოვს უკრაინელი სამხედროების დამატებით წვრთნას, ჩვენ ჯერ კიდევ ვმუშაობთ იმაზე, თუ როგორი იქნება ეს წვრთნა, რამდენი ამერიკელი ჯარისკაცი ჩაერთვება მასში, სად ჩატარდება და რამდენ ხანს. ეს დამოკიდებული იქნება, მაგრამ ჩვენ გვჯერა, რომ შეგვიძლია ძალიან სწრაფად შეგვიძლია შესაბამისი წვრთნა ზოგიერთი სისტემისთვის.

რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ არაპროვოცირებული ომი დაიწყო. ჩვენ ვცდილობთ უკრაინის მოთხოვნა თავდაცვასთან დაკავშირებით, ყველანაირად დავაკმაყოფილოთ,"- აცხადებს პენტაგონის პრესმდივანი ჯონ კირბი.

დღის ამბები