20 მაისი 2024,   07:37
ვრცლად
ამჟამად უკრაინაში გლობალური ცეცხლის შეწყვეტა შეუძლებელია, არ მგონია, ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტის შანსი გვქონდეს-ანტონიო გუტიერეში

უკრაინაში ცეცხლის სრულად შეწყვეტა ამჟამად შეუძლებელია - გაეროს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ცეცხლის შეწყვეტის შანსი ნაკლებია, თუმცა რუსეთისგან პასუხს ელოდებიან რამდენიმე შეთავაზებაზე, რომელიც ჰუმანიტარულ დახმარებას, ევაკუაციას და სხვა ასპექტებს მოიცავს.

ანტონიო გუტიერეშის თქმით, აუცილებელია სამშვიდობო მოლაპარაკებები დაჩქარდეს.

"ამჟამად, უკრაინაში გლობალური ცეცხლის შეწყვეტა შეუძლებელია. არ მგონია, ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტის შანსი გვქონდეს, როგორც გვინდოდა, გლობალურად, მაგრამ არის რამდენიმე შეთავაზება, რომელზე პასუხსაც ველოდებით რუსეთის ფედერაციისგან.

წინადადებებია სხვადასხვა მექანიზმთან დაკავშირებით ადგილობრივი ცეცხლის შეწყვეტისთვის, დერეფნებისთვის, ჰუმანიტარული დახმარებისთვის, ევაკუაციისთვის და სხვა ასპექტებისთვის, რამაც შეიძლება შეამციროს მშვიდობიან მოსახლეობაზე დრამატული ეფექტი, რომელსაც ვხედავთ.

არსებობს უამრავი რამ, რაც შეიძლება გაკეთდეს იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია. უპირველეს ყოვლისა, ეს ომი უნდა დასრულდეს. ჩვენ უნდა გავაჩუმოთ იარაღი და დავაჩქაროთ მოლაპარაკებები მშვიდობისთვის,"- აცხადებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში.

დღის ამბები