19 მაისი 2024,   23:56
ვრცლად
რუსი გენერალი უკრაინის დედაქალაქში გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებზე დარტყმებით იმუქრება

მოსკოვი კიევზე შეტევით იმუქრება. რუსეთის თავდაცვის უწყება უკრაინას დივერსიებისა და თავდასხმის მცდელობებში ადანაშუალებს. რუსი გენერალი იგორ კონაშენკოვი გავრცელებულ ვიდეომიმართვაში უკრაინის დედაქალაქში გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებზე დარტყმებით იმუქრება.

აქვე გენერალი უარყოფს კიევზე მანამდე მიტანილ იერიშებს და ამბობს, რომ რუსული არმია შეტევებისგან თავს იკავებდა. მოსკოვი ამტკციცებს, რომ კურსკისა და ბელგოროდის ოლქებში უკრაინის საზღვარზე არსებულ პუნქტებს უკრაინელები დაესხნენ თავს.  

"ჩვენ ვხედავთ უკრაინული მხარის დივერსიისა და თავდასხმის მცდელობებს ობიექტებზე, რომლებიც განლაგებულია რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. თუ ასეთი მცდელობები გაგრძელდება, მაშინ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები დაარტყამს გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებს, მათ შორის კიევში, რისგანაც რუსული არმია ჯერჯერობით, თავს იკავებს,“ - აცხადებს იგორ კონაშენკოვი.

დღის ამბები