20 მაისი 2024,   08:03
ვრცლად
პარტნიორები არამეგობრული ქვეყნებიდან აღიარებენ, რომ მათ არ შეუძლიათ რუსული ენერგორესურსების გარეშე - ვლადიმირ პუტინი

ევროპელი პარტნიორები აღიარებენ, რომ ისინი გვერდს ვერ აუვლიან რუსულ ენერგორესურსებს - აღნიშნული განცხადება ვლადიმირ პუტინმა დღეს ონლაინ შეხვედრაზე გააკეთა. როგორც რუსეთის პრეზიდენტი ამბობს ევროპულ სახელმწიფოებს განახლებად ენერგო რესურსებზე სურთ გადასვლა, მაგრამ ამის განხორციელება მცირე დროის განმავლობაში შეუძლებელია. როგორც ვლადიმირ პუტინი ამბობს ფაქტი, რომ ისინი რუსული ენერგორესურსების შემცირებას ცდილობენ, ფასების მატებას უწყობს ხელს.

"პარტნიორები არამეგობრული ქვეყნებიდან აღიარებენ, რომ მათ არ შეუძლიათ რუსული ენერგორესურსების, მათ შორის ბუნებრივი აირის გარეშე.

ყველაზე არამეგობრული ქვეყნების ბანკები აჭიანურებენ გადახდების გადარიცხვას. ჩვენ უკვე გვაქვს დავალება, გადახდების ეროვნულ ვალუტაში გადარიცხვის შესახებ, თანდათანობით ჩამოვშორდეთ დოლარსა და ევროს. ჩვენ ვაპირებთ რადიკალურად გავზარდოთ ანგარიშსწორების წილი ეროვნულ ვალუტაში საგარეო ვაჭრობის სისტემაში. აქ მთავარი ამოცანაა მოვამზადოთ ჩვენი სავალუტო ბაზარი ასეთი გადასვლისთვის, რათა ნებისმიერი უცხოური ვალუტა თავისუფლად და საჭირო მოცულობით გაიცვალოს რუსულ რუბლებში.

ეს არის სტრატეგიული ამოცანა ჩვენი ქვეყნის ფინანსური და ეკონომიკური უსაფრთხოების თვალსაზრისით. ჩვენ უნდა ვიხელმძღვანელოთ როგორც ახლა, ისე მომდევნო წლების განმავლობაში საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე,"- განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.


შეგახსენებთ, რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებული სამხედრო აგრესიის გამო, დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთს უპრეცედენტო სანქციები დაუწესეს, მათ შორის შეზღუდვა შეეხო ენერგორესურსებსაც.

დღის ამბები