11 მაისი 2024,   16:37
ვრცლად
კრეისერი "მოსკოვი" საბოლოოდ ჩაიძირა - ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის უწყება ადასტურებს

კრეისერი "მოსკოვი", რომლის მეშვეობითაც რუსეთი უკრაინაზე შეტევას ახორციელებდა შავ ზღვაში ჩაიძირა, ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის უწყებაც ადასტურებს.

უწყების ცნობით, დანიშნულების პორტში კრეისერის გადაყვანისას, ხანძრის შედეგად მიღებული დაზიანებების გამო გემმა მდგრადობა დაკარგა და ზღვის შტორმული ღელვის დროს ჩაიძირა.

შავი ზღვის ყველაზე ძლევამოსილი სამხედრო ხომალდი, რუსეთის ფლოტის ფლაგმანი, სარაკეტო კრეისერი "Москва" უკრაინის სარაკეტო იერიშის შედეგად სერიოზულად დაზიანდა, თუმცა ამას რუსეთის თავდაცვის უწყება არ ადასტურებს და აცხადებდნენ რომ ხანძარი ტექნიკური მიზეზით გაჩნდა.

კრეისერი "Москва" იყო სწორედ ის რუსული ხომალდი, რომელიც უკრაინელი ჯარისკაცის მიერ ნათქვამი ცნობილი სამ სიტყვიანი ფრაზის "გმირი" გახდა.

უკრაინულმა Forbes-მა რუსული კრეისერი "მოსკოვის" სავარაუდო ღირებულება 750 მილიონ დოლარად შეაფასა, "მოსკოვი" გახდა რუსეთის ფედერაციის ყველაზე ძვირადღირებული დანაკარგი უკრაინაში შეჭრის დაწყების შემდეგ.

დღის ამბები