18 მაისი 2024,   20:18
ვრცლად
ძლიერი ხანძარი რუსეთში - ბრიანსკის ნავთობსაცავში ავზები იწვის 

რუსეთში, ქალაქ ბრიანსკში ნავთობსაცავში ხანძარი გაჩნდა - ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტო TASS-ი ავრცელებს.

"საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ დაადასტურა ხანძრის არსებობა. დადასტურებულია ისიც, რომ ცეცხლი საწვავის ავზებს უკიდია,"- აცხადებენ ბრიანსკის ოლქის ადგილობრივ მთავრობაში.

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, ადგილზე სახანძრო და სამაშველო ჯგუფები იმყოფებიან. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

დღის ამბები