"ქართულ ამერიკულ უნივერსიტეტში" სოფო შუბლაძის სახელობის სტიპენდიისთვის გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული გამოვლინდა.
გამარჯვებული სოფო შუბლაძის შვილმა ანო შუბლაძემ დააჯილდოვა. პირველ ადგილზე გასული, სტიპენდიის სახით, 5 ათას ლარს მიიღებს.
სოფო შუბლაძე გაუ-ს ერთ-ერთი დამფუძნებელია, მისი სახელობის სტიპენდია მას შემდეგ დაწესდა, რაც სოფო 2021 წლის 25 თებერვალს კოვიდვირუსით დაიღუპა.