20 ნოემბერი 2024,   21:24
ვრცლად
მიხეილ ჭიაურელი უკრაინის ომზე დოკუმენტურ ფილმს იღებს - რეჟისორი ერთი თვეა კიევშია

უკრაინელი გმირებისთვის, უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად და რუსეთის აგრესიის შედეგების ფირზე აღსაბეჭდად, მიხელ ჭიაურელი უკრაინაში ჩავიდა. რეჟისორი "კურიერის" გადამღებ ჯგუფს კიევში შეხვდა. რეჟისორი ამბობს, რომ თბილისიდან უკრაინამდე გზა რთული და გრძელი იყო. ასაკის მიუხედავად, თვლის, რომ ახლა სწორედ იქ არის, სადაც მისი ადგილია.

ოჯახს დაუმალა და 2 კვირით უკრაინაში, ფრონტის ხაზზე ნათლულთან ერთად ჩავიდა. 14 დღის შემდეგ მიხვდა, რომ გადასაღები აქ იმაზე მეტი იყო, ვიდრე ელოდა, ამიტომ უკვე ერთი თვეა კიევშია. ახლა მსახიობების შერჩევით არის დაკავებული. დოკუმენტური ფილმის გადაღებას ორ სხვადასხვა თემაზე ფიქრობს. ერთი კინოსურათი უკრაინის ცნობილ მსახიობებთან ერთად უკრაინაში განვითარებული მოვლენების განხილვას დაეთმობა, მეორე კი იმ ბავშვების ისტორიებს მოგვითხრობს, რომლებმაც ომის ყველა სისასტიკე საკუთარი თვალით ნახეს.

დოკუმენტური ნამუშევრის სახელწოდება რეჟისორს ჯერ არ მოუფიქრებია, ის შესაძლოა უსახელო იყოს ისევე როგორც მიხეილ ჭიაურელის ცნობილი ფილმი რომელიც ჭუბერზე ქართველი დევნილების გადმოსვლას ასახავს.

მიხეილ ჭიაურელის შემოქმედებიდან მაყურებელი კარგად იცნობს ფილმებს, "სიყვარული ყველას უნდა", "სოფიკო", "მე პელეს ნათლია", "უბედურების ზონა, ანუ არაჩვეულებრივი ფაშიზმი". 

დღის ამბები