20 ნოემბერი 2024,   21:22
ვრცლად
ტრაპიზონთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებული 1 პაციენტის ჯანმრთლობის მდგომარეობა მძიმე რჩება

მძიმე რჩება თურქეთში, ქალაქ ტრაპიზონთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებული ერთი პაციენტის ჯანმრთლობის მდგომარეობა. ავარიის შედეგად კლინიკაში სულ საქართველოს 5 მოქალაქე გადაიყვანეს. აქედან ერთი საავადმყოფოს დღეს დატოვებს.

საშუალო სიმძიმის პაციენტებად მიიჩნევენ ექიმები კიდევ 3-ს. მათ მრავლობითი მოტეხილობები და სისხლჩაქცევები აღენიშნებათ.

ტრაპზონის კლინიკაში ისინი გვიან ღამით აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა მოინახულა. ავარიის შედეგად, ადგილზე დაიღუპა საქართველოს ერთი მოქალაქე. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცხედარი უკვე საქართველოშია გადმოსვენებული.

დღის ამბები