20 ნოემბერი 2024,   21:23
ვრცლად
ქაშუეთის ეკლესიაში უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის პანაშვიდი მიმდინარეობს

რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი რატი შურღაია სამშობლოში ჩამოასვენეს. სამოქალაქო პანაშვიდი ამ წუთებში ქაშუეთის ეკლესიაში მიმდინარეობს.

რატი შურღაიას მშობლები საუბრობენ იმაზე თუ რა რისთვის იბრძოდა მათი შვილი:

"რომ ვურეკავდი, სულ მეუბნებოდა, ნუ გეშინია კარგად ვარო. აქედან ვერ ვატყობდი, მაგრამ ეტყობა არ ჰქონდა ჯანმრთელობა კარგად. რისთვის იბრძოდა და იმისთვის, რომ მივიდეთ საბოლოო წერტილამდე - დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლების შენარჩუნებისთვის და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის," - აცხადებს რატი შურღაიას დედა ნინო პაპასქირი.

ქართველი მებრძოლის მამა თენგიზ შურღაია ამბობს, რომ მისმა შვილმა მოკლე პერიოდში კანტუზია ორჯერ მიიღო. პირველ ჯერზე მან მკურნალობის კურსი არ დაასრულა, მეორე სერიოზული დაზიანების მიღების შემდეგ კი,  მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.

"3 დღე უმკურნალეს, მეორე სართულიდან გადახტა და გაიქცა საომრად ისევ. მეორედ მიიღო კანტუზია. მერე აუტყდა სისხლის დენა, ჰაერის უკმარისობა, წნევა მაღალი და დაახრჩო," - აცხადებს თენგიზ შურღაია.

დღის ამბები