ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. გიორგი კეკელიძე მცხეთის "ჯეო ჰოსპიტალსშია" გადაყვანილი. ექიმის განცხადებით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა მდგომარეობა საყურადღებოა. საზოგადოებაში გაუგებრობა გიორგი კეკელიძის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ, საჯარო სტატუსს მოჰყვა.
ექიმის განცხადებით, კლინიკაში გიორგი კეკელიძე ინტოქსიკაციური სიმპტომებით შეიყვანეს. ამ ეტაპზე მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება თუმცა საყურადღებოა. ის ჯერჯერობით კვლავ კლინიკაში რჩება.