27-29 მაისს, თბილისში, მოფარიკავეთა მსოფლიო თასის გათამაშება გაიმართება. ელიტურ ტურნირში მსოფლიოს წამყვანი ნაკრებები მიიღებენ მონაწილეობას, მათ შორის საქართველოს ეროვნული გუნდი.
მომავალ მსოფლიო თასზე იასპარეზებენ უკრაინელი მოფარიკავეები, რომლებიც საქართველოში ფარიკაობის ფედერაციისა და საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევით ჩამოვიდნენ.