29 მაისს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში "სიმფონიური მუსიკის კონცერტი" გაიმართება. თბილისის ოპერის თეატრის ორკესტრი ბეთჰოვენის მეშვიდე და ანტონინ დვორჟაკის მეცხრე სიმფონიებს შეასრულებს, სადირიჟორო პულტთან ორკესტრს იტალიელი წარმატებული ახალგაზრდა დირიჟორი, ჯაკომო საგრიპანტი გაუძღვება, რომელიც მომდევნო სეზონიდან ოპერისა და ბალეტის თეატრის მუსიკალური დირექტორი იქნება.